ინდოეთში მყინვარი მოწყდა: ნაპოვნია დაღუპულთა პირველი ცხედრები

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიმყინვარი
მყინვარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
ინციდენტი მოხდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარაკჰანდის შტატში, რომელზეც ჰიმალაის მთებია გადაჭიმული

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მაშველებმა ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში მყინვარის მოწყვეტის შედეგად დაღუპულთა პირველი ცხედრები იპოვეს, განაცხადა ინდოეთ-ტიბეტის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა.

წინასწარი მონაცემებით, რომლებიც მან ტელეარხ News 18-ს მიაწოდა, დაღუპულად მიიჩნევა მინიმუმ 9 ადამიანი - ესენი არიან ტაპოვანის კაშხალზე გვირაბის მშენებლობაში ჩართული მუშები. სულ ამ მონაკვეთზე ასამდე ადამიანია დასაქმებული.

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარაკჰანდის შტატში მყინვარის მოწყვეტის შემდეგ წყლის დონემ მდინარეებში - დჰაულიგანგასა და ალაკნანდაში საგრძნობლად მოიმატა, სწორედ ამიტომ დაშავდნენ ადამიანები, იუწყება NDTV.

ჰიმალაიში მყინვარის მოწყვეტამ შტატის მაღალმთიან რაიონებში წყალდიდობები გამოიწვია.

ტრაგედიის ადგილზე მობილიზებულია მაშველები და პოლიცია. დაწყებულია ევაკუაცია იმ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის, რომლებიც მდინარეების ქვედა ნაწილში მდებარეობს. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ინციდენტის მახლობლად მდებარე ჰესებმა წყლის სასწრაფო გაშვება დაიწყეს.

„სასიკეთო ამბავი ისაა, რომ მდინარე ალაკნანდას დინება ქალაქ ნანდპრაიაგის გარეთ ნორმალური გახდა. ამჟამად წყლის დონე მდინარეში ნორმას 1 მეტრით აჭარბებს, მაგრამ ნაკადი იკლებს. მთავარი სახელმწიფო მდივანი, საგანგებო სიტუაციების მდივანი, პოლიციის ოფიცერი და მთელი ჩემი გუნდი მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას სადისპეტჩეროდან“, - დაწერა შტატის მთავარმა მინისტრმა სინგჰ რავატმა Twitter-ში.

ყველა ახალი ამბავი
0