ცეკვის შეშლილი რიტმი: ამერიკული ლინდი ჰოფის გიჟური კადრები

გამოწერა
ლინდი ჰოფი აფროამერიკული ცეკვაა, რომელიც 1920-1930-იან წლებში შეიქმნა. ის ჯაზური მუსიკის პარალელურად ვითარდებოდა და სვინგურ ცეკვებს განეკუთვნება.

ლინდი ჰოფმა გააერთიანა იმ დროს არსებული ჩარლსტონის, სტეპისა და სხვა ცეკვების ელემენტები და ახალ მიმართულებას დაუდო სათავე. ოღონდ ეს კია, სხვა ცეკვებისგან განსხვავებით, ლინდი ჰოფი გიჟური ტემპით გამოირჩეოდა და მისი შესრულება უბრალოდ კარგ კი არა, ძალიან კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. 

კადრები, რომელსაც გთავაზობთ, 1941 წელს გადაღებული ფილმ Helzapoppin-აა. ასეთი შეშლილი ლინდი ჰოფი მის მერე აღარც უცეკვიათ.

ყველა ახალი ამბავი
0