თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრების მისაღებად მზად არის

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის მგზავრები პირბადეებით
ავტობუსის მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
8 თებერვლიდან დილის 6 საათიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორშაბათს, 8 თებერვალს დილიდან მგზავრების მისაღებად მზად არის, აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვალს, დილის 6 საათიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

„დეზინფექცია ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სპეციალური ხსნარებით. მათი დეზინფექცია გაგრძელდება ყოველდღიურად, ყოველ ღამე, ვიდრე ხაზზე გამოვლენ, მოხდება დასუფთავება და დეზინფექცია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ერთი – ყველა მგზავრი უნდა იყოს პირბადით და ამის გაკონტროლება მოხდება ჩვენი თანამშრომლებისა და მეტროს პატრულის მიერ“, - განაცხადა რობაქიძემ პირველი არხის ეთერი.

გარდა ამისა, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აიკრძალება. მგზავრები ავტობუსის მძღოლთან დამცავი ბარიერის გამო მიახლოებას ვერ შეძლებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტი მგზავრი პირბადის გარეშე არ დაიშვება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსების მგზავრობის ინტერვალები იგივე დარჩება.

„რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, მეტროც და ავტობუსიც იმუშავებს იგივე განრიგით. ვინაიდან დიდ მობილობას არ ველოდებით, ეს ინტერვალი შენარჩუნდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს.

გარდა ამისა, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს ყოველდღე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, და სიმპტომების გამოვლენისთანავე კომპანია არსებული რეგულაციების მიხედვით იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0