დავით გოგიჩაიშვილი: როცა მოლოდინებისგან თავისუფლდები, მაშინ ცხოვრება ბედნიერია
„რას გვიშვება ჩვენივე მოლოდინები? -ისინი ფორმირდება და გარდაიქმნება ხოლმე სხვა ადამიანების მიმართ ავტომატურ ვალდებულებებში, ეს ძალიან უცნაური რამაა. ფსიქოლოგიასთან ვინც ახლოსაა ალბათ დამეთანხმება, რომ ჩვენი საკუთარი მოლოდინები გვმართავენ და არა არა პირიქით!“- ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.
ქოუჩი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს: „თუ ვინმეს ამ ჩემი გამოსვლის მიმართ ექნება ისეთი მოლოდინი, რომ ის შემაჯანღჯარებელ ეფექტს გამოიწვევს, ასეც მოხდება, ანუ თუ შენ გინდა, რომ ასე იყოს, მაშინ ასეც იქნება! თუ შენმა ტვინმა ამ გამოსვლამდე რაღაც სიტყვები უკვე გამოკვეთა, რომ მეტს მოველოდიო, რაც არ უნდა მოხდეს, შენ მაინც ამ სიტყვებს იტყვი. როცა ჩვენი მოლოდინები გადამეტებულია კონკრეტული ადამიანის მიმართ, როგორც წესი, ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს.“