საქართველოს სამხედრო პოტენციალი – რეიტინგი

გამოწერა
Global Firepower Index — სამხედრო სიმძლავრის გლობალური ინდექსი — ესაა რეიტინგი, რომელიც აფასებს მსოფლიოს სახელმწიფოების ჯარებსა და ფაქტორებს, რომლებიც ქვეყნის სამხედრო სიმძლავრეზე პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს.

ინდექსი დგება რთული მეთოდიკის საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებულია 50-ზე მეტი ფაქტორი. კერძოდ: არმიის რიცხოვნობა, ტანკების, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, სამხედრო სფეროს დაფინანსების დონე, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა ნავთობპროდუქტებზე და სხვა ფაქტორები, რასაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინონ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ საქართველოს სამხედრო პოტენციალისა და ასევე Global Firepower Index-ის რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოზიციების შესახებ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო პოზიციებს თმობს აზერბაიჯანთან (64-ე ადგილი), თუმცა უსწრებს სომხეთს (მე-100 ადგილი).

ყველა ახალი ამბავი
0