საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliასაკოვანი ქალი ქუჩაში
ასაკოვანი ქალი ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
დაგროვებითი პენსიის სისტემის დაარსებიდან ორი წლის მანძილზე საპენსიო აქტივებზე დარიცხულმა სარგებელმა 116 მლნ ლარი შეადგინა.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობას თვეში საშუალოდ 12 ათასზე მეტი ადამიანი ემატება, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მლნ ლარია.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2021
საქართველოში პენსიები გაიზარდა

5 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 100% ლარშია ინვესტირებული.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივები ქართულ კომერციულ ბანკებშია განთავსებული და მათზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 10.8%-ს შეადგენს.

აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% – სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 624-მა ადამიანმა ისარგებლა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.

1 სექტემბრიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება>>

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0