რესტორნები გადაწყვეტილებას ცვლიან: 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliცარიელი კაფეები
ცარიელი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები ღია სივრცეში განაგრძობენ მუშაობას. რესტორატორები მოხარული არიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ის არ არის, რისი მიღწევაც სურდათ.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება არის ყინულის გალღობა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ლოკდაუნის შედეგად შეიქმნა, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.

„ყინული დაიძრა“ – რესტორატორები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან>>

საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნება. ისინი სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ და იმუშავებენ ყოველდღე, გარდა შაბათ–კვირისა. მიუხედავად მოქმედი შეზღუდვებისა, დაახლოებით 200-მა რესტორატორმა რამდენიმე დღის წინ, სანამ მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს მოხსნიდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 თებერვალს თვითნებურად გაეხსნათ თავიანთი ობიექტები.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
მორიგი ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“: ვის ეხმარება ამჯერად სახელმწიფო

თუმცა, როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და შაბათს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯის დაფასება.

„როგორც იცით, რესტორნებს დაანონსებული გვქონდა შაბათს დაუმორჩილებლობის აქტი. სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები და ჩვეულებრივად დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ შაბათს აქცია არ ჩატარდება და რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბექა ფერაძე: თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორნები დაჯარიმდებიან>>

ბურჯანაძის თქმით, ეს არის იმ გადაწყვეტილების გარკვეულწილად დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა. მისი თქმით, 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს დადებითი იმპულსის მომტანია, რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია.

ცარიელი კაფე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
თბილისის მერია კვების ობიექტების საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მისი განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში.

მას შემდეგ, რაც რესტორატორებმა ობიექტების თვითნებური გახსნის შესახებ განაცხადეს, მთავრობამ უპასუხა, რომ დაჯარიმდება ყველა ობიექტი, რომელიც 6 თებერვალს მუშაობას განაახლებს.

საქართველოში კორონავირუსით დაავადების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდ დღეში 4%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0