გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
შეზღუდვა 07:00 საათიდან იმოქმედებს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. გორის გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე ხვალ, 6 თებერვალს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟის გამო 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა აიკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გორის გვირაბების შემოვლით გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0