გოდერძის უღელტეხილზე თოვლში მოქალაქეები ჩარჩნენ

© photo: Sputnik / Максим Максимов / გადასვლა მედიაბანკშიდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ, ნათქვამია  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია თოვლში ჩარჩენილი. ბოლო მონაცემებით, დაშავებული არავინაა. მაშველები მოქალაქეების გამოყვანას 7 საათია ცდილობენ.  

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, ორი ავტომობილის მგზავრები კი გადაყვანილი და დაბინავებული არიან უახლოეს სასტუმროში. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილიდან კიდევ 5 ავტომობილის მგზავრების გამოყვანას ცდილობენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0