გამყრელიძე: ფრთხილად თუ ვიქნებით, ავიცილებთ იმ კოშმარს, რაც გასულ თვეებში იყო

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ნაბიჯებსა და ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
გამყრელიძე: ფრთხილად თუ ვიქნებით ავიცილებთ იმ კოშმარს, რაც გასულ თვეებში იყო
„დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვეუბნება, რომ შესაძლებელია გარკვეული შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. ამისთვის უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. თუ ამას მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება არც მესამე ტალღა და არც ის კოშმარი, რაც ნოემბერსა და დეკემბერში გავიარეთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მოზომილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა ატაროს პირბადე.

 

ყველა ახალი ამბავი
0