ავტომობილები 7 თებერვლიდან საქალაქო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლზე ვეღარ ივლიან

© Sputnik / Viktor Kaminskyავტობუსისთვის განკუთვნილი მონაკვეთი
ავტობუსისთვის განკუთვნილი მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ავტობუსის ზოლში, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 7 თებერვლიდან იკრძალება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

25 დეკემბრიდან კერძო სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ე.წ. ბასლეინებზეც შეეძლოთ. მერიამ მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კერძო ავტომობილების სიმრავლის გამო მიიღო, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დროებით შეჩერებამ გამოიწვია.

ავტომობილი ტროტუარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კალაძე: დედაქალაქში ქაოსსა და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ

ვიცე-მერის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან აღდგება, რის გამოც კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინზე ვეღარ ივლიან, წესის დამრღვევ პირებს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს. ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიების იმ თანამშრომლების სახლებში ტრანსპორტირებას, რომლებიც 21:00 საათზე დაასრულებენ მუშაობას, თბილისის მერია უზრუნველყოფს.

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და მეტროს სადგურებში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი. ავტობუსი არ დაიძვრება, თუ ყველა მგზავრი არ დაიცავს უსაფრთხოების ზომებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0