ზურაბიშვილი: კიბოსთან ბრძოლის ევროკავშირის გეგმა საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ-ფორუმში, რომელიც კიბოს დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს მიეძღვნა

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირის გეგმა კიბოს დასაძლევად საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.

მიაქციეთ ყურადღება! აუხსნელი მიზეზით ხმის ჩახლეჩვა შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს >>

4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა და ამასთან დაკავშირებით ევროპის კომისიამ წარმოადგინა ევროკავშირის ახალი მიდგომა პროფილაქტიკის, მკურნალობის და პაციენტების მოვლის კუთხით. ეს ეხება კიბოსთან ბრძოლის ყველა ასპექტს, დაწყებული პროფილაქტიკით, დამთავრებული კიბოთი დაავადებულთა და იმ პირთა ცხოვრების ხარისხით, რომლებმაც ის დაძლიეს.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-ფორუმზე გამოვიდა.

საგარდერობე ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
არსებობს სამოსი, რომელიც კიბოს რისკს ზრდის: ონკოლოგი განმარტავს

„ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზად არის, შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილმა ევროპის რეგიონული ოფისის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლის ელჩი აარონ ანდერსონი საქართველოში მოიწვია, რათა ამ დაავადებასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.

ანდერსონმა თავად გადაიტანა კიბო და ის საკუთარ ისტორიას სხვა ადამიანებს უზიარებს, რათა ისინი საკუთარი მაგალითით შთააგონოს. ის გახდა პირველი ადამიანი ინვალიდის ეტლით, რომელმაც შვედეთის მწვერვალი კებნეკაისე, ხოლო ტანზანიაში კილიმანჯარო დალაშქრა. მან მანძილი მალმიოდან (შვედეთი) პარიზამდე ხელის ველოსიპედით (handcycle) გადალახა, ხოლო ანტარქტიდა თხილამურებით გადაკვეთა და სამხრეთ პოლუსს მიაღწია.

ყველაზე საშიში ხე პლანეტაზე: რატომ ვერ ანადგურებენ შხამიან მანცინელას >>

სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 4 თებერვალს 2005 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია - საზოგადოებრიობის ყურადღების გამახვილება ამ გლობალურ პრობლემაზე, იმის შეხსენება, რამდენად სახიფათო და გავრცელებულია ონკოლოგიური დაავადებები.

კიბო - ეს არის ასზე მეტი დაავადების საერთო სახელწოდება, რომლებმაც ორგანიზმის ნებისმიერი ორგანო თუ ნაწილი შეიძლება დააზიანონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0