Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაინც შეყვარებულს რომ მეძახის...“ – თი მაჭავარიანის და ლაშა ჩხაიძის ახალი სკანდალი

© courtesy of Ti Machavarianiთი მაჭავარიანი
თი მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
თი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წელია აქტიურად გამოჩნდა, ის ჯერ ამერიკაში ცხოვრობდა. თის წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. ინფლუენსერის შეყვარებული ტატუარტისტი ლაშა ჩხაიძე იყო.

თი, იგივე თინათინ მაჭავარიანი, ცნობილი ბლოგერია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ TikTok-ის საშუალებით გაიცნო. ხალხმა თის და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის წყვილი ძალიან შეიყვარა და მათ ცალ-ცალკე გამოჩენას ვერავინ წარმოიდგენდა, როცა თიმ „ინსტაგრამზე“ ვიდეო ჩაწერა, სადაც ემოციურად ხსნიდა, რომ შეყვარებული დაშორდა.

თის თქმით, ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევა არ შეიძლება და სწორედ ეს ფრაზა გახდა საფუძველი, მის ხელმომწერებს ეფიქრათ, რომ ლაშა იყო ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თი და ლაშა მაინც განაგრძობდნენ ერთად მუშაობას. როგორც ცნობილია, ლაშა ერთ-ერთი პოპულარული ტატუ-არტისტია თბილისში, ხოლო თი პირსინგებს აკეთებს.

რამდენიმე დღის წინ ბლოგერი ერთ-ერთ შოუში მიიწვიეს, სადაც მას პირადული შეკითხვა დაუსვეს და ამ დროს ლაივში მისი ყოფილი შეყვარებულიც ჩაერთო. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ დაშორდა წყვილი ერთმანეთს, ორივეს განსხვავებული პასუხი ჰქონდა. ლაშას თქმით, ურთიერთობა ორივემ გაწყვიტა, ხოლო თი ამბობს, რომ ლაშა დაშორდა. ატკინა თუ არა გული ლაშამ, ამ შეკითხვაზე თის პასუხია – „ძალიან“.

ლაშას პასუხმა, როგორც ჩანს, ბლოგერზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი გაბრაზებაც გამოიწვია. ამის შემდეგ თიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყოფილ შეყვარებულთან ერთად სტუდიაში აღარ იმუშავებდა და ამის შესახებ „ინსტაგრამის სთორის“ მეშვეობით ამცნო „ფოლოვერებს“.

ცოტა ხანში თიმ „სთორიზე“ სქრინებიც გამოაქვეყნა, თუ რას ეძებს ლაშა „იუთუბზე“ მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დაშორდნენ. „როგორ გავტეხოთ შეყვარებულის ექაუნთი“, – წერია „იუთუბის“ საძიებო სისტემაში. „ჩემი ანგარიში მაინც გამოერთო „იუთუბზე“, მე არ ამომიგდებდა ამას. როგორი პათეტიკურია, მაინც შეყვარებულს რომ მეძახის“, – წერს თი და ასევე აღნიშნავს, რომ იგი ყოფილზე ერთი ნაბიჯით წინ არის ყოველთვის. „დაუსქრინეთ და აჩვენეთ“, – აღნიშნავს ბლოგერი.

ყველა ახალი ამბავი
0