ფრთხილად მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 7 სექცია ამოქმედდება

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკში"ჭკვიანი კამერა"
ჭკვიანი კამერა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 7 ახალი სექციური რადარი 5 თებერვლიდან ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიდეოსათვალთვალო კამერა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2019
ფრთხილად, მძღოლებო! საქართველოში „ჭკვიანი კამერების" რიცხვი გაიზარდა

რადარები უკვე დამონტაჟებულია თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე. გზის კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე დამონტაჟდა „ჭკვიანი კამერები“, ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შსს-ს ვებ-გვერდზე.

აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით დამონტაჟდა.

„ჭკვიანი კამერების“ მთავარი უპირატესობა, რომლებიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ გამოავლინონ სამართალდამრღვევი ავტომობილის სანომრე ნიშანი და ავტომატურ რეჟიმში გამოწერონ ჯარიმა. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1185 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4 999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6 640 ადამიანი კი დაშავდა.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზებისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0