თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
შემთხევევა ამ ქუჩაზე მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ახლოს ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში ქალიშვილს ელოდებოდა, რა დროსაც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან ოთხჯერ ესროლეს.
© Sputnik / STRINGERფოთში მომსახურების სააგენტოს შენობასთან მამაკაცი ჩაცხრილეს
ფოთში მომსახურების სააგენტოს შენობასთან მამაკაცი ჩაცხრილეს
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ნიკა ლატარია