რამდენი ტურისტი დაკარგა საქართველომ 2020 წელს პანდემიის გამო

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფეები და რესტორნები თბილისში
დაკეტილი კაფეები და რესტორნები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 2020 წლის მარტიდან საზღვრები ჩაკეტა და რეგულარული საავიაციო მიმოსვლა შეაჩერა.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს საქართველოს 80,4%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, ვიდრე 2019 წელს. ამის შესახებ საუბარია ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელს უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში 1,5 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 2019 წელს აღნიშნული მონაცემი 7,7 მილიონი იყო.

ტურისტები პანდემიის ეპოქაში – ვინ არიან ისინი?

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 2020 წლის მარტიდან საზღვრები ჩაკეტა და რეგულარული საავიაციო მიმოსვლა შეაჩერა ყველა ქვეყანასთან, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, და ტვირთების სატრანზიტო გადამზიდებს. ქვეყანამ შეწყვიტა საავიაციო კავშირი ყველა მიმართულებით. საქართველოდან და საქართველოსკენ ინიშნებოდა მხოლოდ სპეცრეისები სამშობლოში ქვეყნის მოქალაქეთა დასაბრუნებლად.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ქართველ ტუროპერატორებს ტურიზმის უსაფრთხო გახსნის გეგმა გააცნეს

გასული წლის ზაფხულის შუა პერიოდში დაიწყო რეგულარული ავიარეისების აღდგენა. თავდაპირველად განახლდა ფრენები მიუნხენში, რიგასა და პარიზში, ნოემბრიდან – ამსტერდამში, ვენაში, ბერლინსა და დოჰაში. თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო სხვა რეისებზე აკრძალვები 1 თებერვლამდე გაგრძელდა.

ტურიზმის სფეროს ექსპერტის, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას აზრით, ვიზიტორები, რომლებზეც სტატისტიკაშია საუბარი, არიან საქართველოში მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსული ადამიანები.

„ვიზიტორებად მივიჩნევთ იმ სატრანზიტო მგზავრებს, რომლებიც საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან. შესაძლოა, ესენი იყვნენ სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ და საზღვარს კვეთენ. ეს ალბათ ის რაოდენობაა, რომელიც სასაზღვრო პუნქტებზე ფიქსირდება, რომ მათ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი. საქართველოშიც ისინი ნაკლებად იყვნენ ტურიზმით დაკავებული“, – განუცხადა კვარაცხელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, საქართველოში ვალდებული არიან დააფიქსირონ ისინი, როგორც ეს საერთაშორისო ნორმებითაა მიღებული.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ შემოვიყვანოთ ვაქცინირებული ტურისტების პირველი ჯგუფი

მეთოდოლოგიის თანახმად, ყველა ვიზიტორი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათზე მეტხანს დაჰყოფს, ავტომატურად მიიჩნევა ტურისტად, ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო

2019 წელს ტურიზმის რეკორდულმა წარმატებამ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 9,3 მილიონამდე გაიზარდა, დარგის შემოსავალმა კი 3,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგა, 2020 წლისთვის უფრო საგულდაგულოდ მომზადებულიყვნენ. თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი გააქარწყლა. 2020 წელს ტურიზმის სფეროს შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ დონემდე – 427,7 ათას დოლარამდე ჩამოვიდა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1,7 მილიონი შეადგინა.

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის ასამუშავებლად>>

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიისგან, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო: შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა

ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას 1 ნოემბრამდე გადაუვადდა ქონების გადასახადი და ოთხი თვის საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, 50-მდე ადგილის მქონე 2,2 ათასმა სასტუმრომ მიიღო საბანკო კრედიტის 80%-იანი სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. კომპანიებს კრედიტების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობაც გაუჩნდათ.

თუმცა ტურიზმის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დახმარება მიზერულია და ვერ შეძლებს იმ რეალური ზარალის კომპენსაციას, რომელიც დარგმა და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა განიცადეს. მათი თქმით, თუ სასტუმრო ინდუსტრიის ნაწილმა შეძლო ალტერნატიული შემოსავლის გამონახვა და დროებით კოვიდ-სასტუმროებად გადაკეთდა, ტუროპერატორებმა, გიდებმა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვა მუშაკებმა დაკარგეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0