„ქართულმა მარშმა“ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია ჩაატარა – ვიდეო

გამოწერა
„ქართულმა მარშმა“ დღეს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან. როგორ მიმდინარეობდა აქცია, იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოში.

ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარშის“ დაახლოებით 100-მდე წარმომადგენელი მას შემდეგ შეიკრიბა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რაც საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთზე იმყოფებოდნენ. მათი მიზანი იყო დრონის გაშვება და მონასტრის ირგვლივ არსებული რეალური ვითარების ჩვენება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, გუშინ „ქართულმა მარშმა“ პრეზიდენტს შეხვედრა სთხოვა.

„ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი წარმომადგენლები შევიდნენ საქართველოს პრეზიდენტთან და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ, მათ შორის, დავით გარეჯის საკითხი... გვინდა, რომ მან გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს“, — განაცხადა ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ აზრით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტია დამნაშავე იმაში, რომ აზერბაიჯანი ახლა მონასტრის ნაწილს აკონტროლებს.

სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან არ გასულა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კი დაპირისპირება მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0