ზიანი თუ სარგებელი: საჭიროა თუ არა სუფთა ჟანგბადის სუნთქვა პოსტკოვიდური სინდრომისას?

© AP Photo / Martin Mejiaხალხი ჟანგბადის ბალონებს იმარაგებს
ხალხი ჟანგბადის ბალონებს იმარაგებს  - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
პულმონოლოგის თქმით, სუნთქვის პრობლემების მოსახსნელად ჟანგბადის ბალონების ან ინჰალატორების მუდმივი გამოყენება ძალიან სახიფათოა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვეთ ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში პულმონოლოგმა სერგეი პურიასევმა.

პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
თუ კორონავირუსი გადაიტანეთ: ექიმები ასახელებენ „ღრმა შეცდომას“, რომელსაც ხშირად ვაწყდებით

კერძოდ, მისი თქმით, ფილტვები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აღდგეს, რაც იწვევს ქოშინსა და სუნთქვის გაძნელებას მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ბევრი განკურნებული ცდილობს, ეს პრობლემა ინჰალატორების ან ჟანგბადის ბალონების მეშვეობით მოაგვაროს სახლის პირობებში, მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. პულმონოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეთოდია.

„ჟანგბადის ინჰალატორის დანიშვნის კრიტერიუმი, მით უმეტეს, ბალონისა, სატურაციის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ჟანგბადით სისხლის გაჯერების დაბალი დონეა. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ გადაუდებელ შემთხვევებში, რათა საავადმყოფომდე მიასწროთ“, — განმარტა სპეციალისტმა.

პურიასევის თქმით, ქოშინის მოსახსნელად სასუნთქი აპარატიდან სუფთა ჟანგბადის სუნთქვა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელს.

„უნდა გაფრთხილდეთ. სუფთა ჟანგბადი, უხეშად რომ ვთქვათ, წვავს ფილტვებს, რადგან ის ძლიერი დამჟანგველია. ეს არის დროებითი საგანგებო მეთოდი და მისი მუდმივად გამოყენება დაუშვებელია“, — აღნიშნა სპეციალისტმა.

მისი თქმით, იმ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობა არა, მაგრამ პოსტკოვიდური სინდრომის მოსახსნელად სახლის პირობებში სუფთა ჟანგბადით სუნთქვა აუცილებლად ესაჭიროებათ, როგორც წესი, ექიმები სპეციალურ ჟანგბადის კონცენტრატორს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის. საქმე ისაა, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობაა და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

 

ყველა ახალი ამბავი
0