Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი ბოლო ფოტო...“ – მარიამ გეგუჩაძე ემოციურ კადრს აქვეყნებს

© Photo: Nanuka Zhorzholiani / FBნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის ცხოვრებაში.

ტელეწამყვანმა მარიამ გეგუჩაძემ გარდაცვლილი ბებიის დარეჯან დაუშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ბებია ეტლში ზის. „ჩვენი ბოლო ფოტო“ – ასე დაასათაურა მარიამმა კადრი.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დედა გასული წლის ივლისში გარდაიცვალა. მარიამის თქმით, 12-13 წელი დარეჯან დაუშვილთან ერთად ცხოვრობდა და მისთვის უფრო დედა იყო, ვიდრე ბებია. ბებია მე­გობ­რობ­და მის მე­გობ­რებ­თან, იცო­და ყველა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი, პირ­ვე­ლი იგებ­და ყვე­ლა­ფერს გოგონას ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

„12 წლამ­დე მა­მე­ცა­დი­ნებ­და, და­დი­ო­და ყველ­გან, სა­დაც მე. ცეკ­ვა იქ­ნე­ბო­და ეს, თუ ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მას ვუყ­ვარ­დი. არა­ვინ უყ­ვარ­და ჩემ­ზე მე­ტად და ისე არა­ვის ეს­მო­და ჩემი. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნი აღარ მყავს.
ეს სტა­ტუ­სი იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ პა­ნაშ­ვი­დის დრო­ე­ბი უნდა და­მე­წე­რა. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბე­ბი­ა­ჩემ­ზე რამე დავ­წე­რო მშრა­ლად. ყვე­ლას რომ არ მო­ვუყ­ვე, რო­გო­რი სა­ო­ცა­რი იყო“, – წერდა მა­რი­ა­მი ბებიის გარდაცვალების შემდეგ.

და­რე­ჯან და­უშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ისაუბრა. ბოლო პერიოდში ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ახ­ლობ­ლებ­სა და უც­ნო­ბებს მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლოც­ვას სთხოვ­და.

ყველა ახალი ამბავი
0