ფერმერები აგროქულების გამოყენებას 20 მაისამდე შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerმიწის დამუშავება აჭარაში
მიწის დამუშავება აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
პროგრამაში „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ უკვე დარეგისტრირებულია 246 ათასი ფერმერი, დარიცხული სუბსიდიების რაოდენობა კი 32 მილიონ ლარს აჭარბებს

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. აგროქულების გამოყენების ვადა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად 20 მაისს იწურება, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო

მეურნეობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც მიმართულია იმ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, რომლებიც რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია არის დახმარების გაწევის ძირითადი ფაქტორი.

ფერმერებს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე ერიცხებათ აგროქულები - 1 ჰექტარზე 200 ლარი. აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამაში უკვე 246.000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.

„მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ბარათის აღება შეიძლება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება კი - ვებგვერდზე www.myliberty.ge.

ყველა ახალი ამბავი
0