ავიაკომპანია Turkish Airlines საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

© photo: Sputnikავიაკომპანია Turkish Airlines
ავიაკომპანია Turkish Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
ავიაკომპანია Turkish Airlines ფრენებს არსებული სასაზღვრო და სანიტარიული რეგულაციების გათვალისწინებით განახორციელებს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines სტამბული–თბილისი–სტამბულის მიმართულებით 15 თებერვლიდან ფრენების სიხშირეს ზრდის, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ავიაკომპანია Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

უწყების ცნობით, ავიაკომპანია 15 თებერვლამდე სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი ყოველდღიურად განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სტამბულსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს კიდევ ერთი თურქული ავიაკომპანია – Pegasus Airlines ზრდის. აღნიშნული ავიაკომპანია 11 თებერვლიდან რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან განაახლა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ყველა ახალი ამბავი
0