„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა ერთგვარი „ჩელენჯი“ წამოიწყო, მეგობრების მიერ გამოგზავნილი სახალისო ვიდეოებით და ფოტოებით ზალიკო საუკეთესოს არჩევას ცდილობს. საქმე ისაა, რომ მეგობრები სპეციალური პროგრამის საშუალებით ზალიკოს ხან რომელიმე ფილმის პერსონაჟის ტანს არგებენ, ხან ცნობილი მომღერლების.
დიზაინერმა რამაზო რომამ ზალიკოს სახალისო ფოტო გაუგზავნა, სადაც ზალიკოს გრძელი თმა აქვს და დეკოლტირებული ტოპი აცვია. დიზაინერმა ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძეც მონიშნა ფოტოზე და მოუწოდა, კონკურენცია გაეწია ასეთი ზალიკოსთვის მაკიაჟის გარეშე. კესარიამ ფოტო საკუთარ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გააზიარა და აღიარა, რომ ზალიკო ამ ფორმაში დედოფლის გვირგვინს იმსახურებს.
View this post on Instagram
თბილისელი ზალიკო ხეცურიანი გერმანული გვარით სარგებლობს. ზალიკოს თავის მოვლა ძალიან უყვარს. მისი თითოეული ფოტო მხიარული კომენტარების თანხლებით ქვეყნდება. როგორც თავად აღნიშნავს, პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს, მაგრამ კოსმეტოლოგიური ჩარევა მის სახეზე ნამდვილად ისახება. წარბები, ტუჩის კონტური და სახის კანიც კი უბზინავს და მუდამ წესრიგში აქვს.
View this post on Instagram
აღსანიშნავია, რომ მის ვიდეოებს და პირდაპირ ჩართვებს უამრავი ნახვა აქვს. გარდა ამისა, ვიდეოში არაფხიზელ მდგომარეობაში წარმოთქმულ ფრაზებს საზოგადოება მომენტალურად იტაცებს და იმეორებს. მასზე არაერთი სკეტჩი გადაიღეს და სატელევიზიო გადაცემებში პაროდიებსაც არ აკლებენ.