პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილედ ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
НовостиTelegram
საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ ვიცე–სპიკერის პოსტზე წარდგენილ ავთანდილ ენუქიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს, იუწყება „პირველი არხი“. 

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რეგლამენტში ახლახან შეტანილი ცვლილების საფუძველზე გახდა.

კერძოდ, 28 იანვარს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმად, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა - გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

დღეს კანონმდებლებმა ასევე იმსჯელეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე – 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

ელისაშვილი: ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ,  ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის>>>

კენჭისყრაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. კანონმდებლებმა, რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი პარტიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა  „არ მიეცნენ ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და „მისცენ დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“.

ყველა ახალი ამბავი
0