თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ორი წლის შემდეგ გაამართლა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
დაზარალებული თორდია აცხადებდა, რომ ყოფილი პროკურორი მას მისი პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდა

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე.

ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს მიხეილ ჩოხელს ბრალი 2018 წლის ნოემბერში წარუდგინეს. იმ დროიდან მოყოლებული, ბრალდებულები განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2019
გენერლის მკვლელობა - მთავარი ეჭვმიტანილი ბრალს უარყოფს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორდიას ცემის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს ჩოხელი. მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელ უფროს ლაშა თორდიასთან 2018 წლის 13 მაისს ღამის კლუბ El Centro-ში მოხდა. მას თავს დაესხნენ, რის გამოც თორდია საავადმყოფოში თავის ქალის დახურული ტრავმით მოხვდა. დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ფარცხალაძე იმის გამო გაუსწორდა, რომ იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერ-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებდა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და თანამდებობა რეკორდულად მცირე დროით ეკავა – მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს მისი ბიოგრაფიის დეტალების გასაჯაროების შემდეგ დატოვა, რომელიც ახალგაზრდობაში გერმანიაში მის ნასამართლეობას ეხებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0