ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლების მოსწავლეები 1 თებერვლიდან სკოლაში დაბრუნდნენ. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, 1 მარტიდან აღდგება. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილური გახდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო სასწავლო პროცესის თებერვალში გაანხლების საკითხს განიხილავს.
გაკვეთილების დაწყების დრო და გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სკოლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ განსაზღვრონ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ. ის არ გამორიცხავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლებში გაკვეთილები შაბათობითაც ჩატარდება.
კორონავირუსზე ტესტირებას სკოლების თანამშრომლების მინიმუმ 20% გაივლის. დაინფიცირებულთა სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს.
მოსწავლეებს სკოლის შესასვლელში სიცხეს გაუზომავენ. მაღალი ტემპერატურის დაუფიქსირდების შემთხვევაში, შემუშავებულია დამატებითი პროტოკილი. გარდა ამისა, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მოსწავლეების მშობლები შეძლებენ გადაწყვიტონ, გაუშვან შვილები სკოლებში თუ დისტანციურად სწავლება გააგრძელებინონ.