Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა მაყაშვილის დედის ექსტრავაგანტული ვარცხნილობა – თამარ მაყაშვილმა თმა გადაიპარსა

© Photo: Tamara Makashvili / FBთამარ მაყაშვილი
თამარ მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
არაორდინალური ნაბიჯების მოყვარული ოჯახი ექსპერიმენტებს არ უშინდება. მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თამამი ნაბიჯი გადადგა და სასურველი იმიჯი შეიქმნა. როგორ გამოიყურება პოზიტიური ქალბატონი გადაპარსული თმით?

მაყაშვილების მრავალრიცხოვანი ოჯახი აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. მათი პოპულარობა მრავალ წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მაყაშვილი სპექტაკლებში აღარ მონაწილეობს, მისი ქალიშვილები პანდემიის მიუხედავად წარმატებით აგრძელებენ კარიერულ წინსვლას. რუსკა მაყაშვილი ახალი მუსიკალური მეგა-შოუს „საქართველოს ხმის“ წამყვანობას უბრუნდება, ხოლო ნინუცა მაყაშვილი „რუსთავის 2“-ის დილის გამოშვების წამყვანია.

რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. ამჟამად წყვილი მეორე შვილს ელოდება. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.

რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ბიჭს. „გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, – აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას „არაერთგვაროვანი“ რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“, – განაცხადა ნინუცამ და, სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ამოჭრიდნენ, მაგრამ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა.

თამარ მაყაშვილის ქალიშვილები წლების წინ ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ, რომელიც მათ ბიოლოგიურ მამას ეხება. გოგონებმა მტკივნეული თემა ერთობლივად გააანალიზეს და მამის გვარი მაყაშვილით ჩაანაცვლეს. ისინი ძველ ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ ბიძამ გაზარდა და ამიტომ გადაწყვიტეს მაყაშვილები გამხდარიყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0