რუსეთ–საქართველოს მატჩს რაგბიში მასმედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა გააშუქებს

© Sputnik / Alexander Imedashviliრაგბი. საქართველო-რუსეთი. 28:14
რაგბი. საქართველო-რუსეთი. 28:14 - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის მატჩზე ტრიბუნაზე მასმედიის წარმომადგენლებს შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია. ამის გათვალისწინებით ტრიბუნაზე ადგილები 40-დან 15-მდე შეიზღუდება.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ერთა თასის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

რაგბის კავშირი აღნიშნულ მატჩზე მასმედიის წარმომადგენლებისთვის ავრცელებს ინფორმაციას.

„სამატჩო კვირას მხოლოდ მასმედიისთვის გაიმართება ღია ვარჯიში, რომელზეც, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ფოტო-ვიდეოგადაღება მოხდება დისტანციის დაცვით (ტრიბუნიდან). კომენტარებს გადაიღებს გუნდის ოპერატორი და მათ მედიას რაგბის კავშირი მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაგბი. საქართველო - რუსეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საქართველოს და რუსეთის რაგბის ნაკრებების მატჩზე რუმინელი არბიტრები იმსაჯებენ

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ წინასამატჩო და მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები ჩაიწერება და ვიდეომასალას რაგბის კავშირი საინფორმაციო საშუალებებს თავად მიაწვდის.

რაგბის კავშირი აქვეყნებს აკრედიტაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც მასმედიის წარმომადგენლები შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ.

  • მედია დაიშვება მხოლოდ მიხეილ მესხის სტადიონის მედია–ტრიბუნაზე;
  • აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია, რომლის გათვალისწინებითაც ტრიბუნაზე ადგილები 40-დან 15-მდე შეიზღუდება.
შესაბამისად, აკრედიტაციების რაოდენობა მკაცრად შეზღუდული იქნება და თითოეული მედიასაშუალებიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი წარმომადგენლის აკრედიტაცია.

ამ შეხვედრის ჩატარება ჯერ კიდევ 14 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე უკვე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

 

ყველა ახალი ამბავი
0