საქართველოს პროკურატურამ შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურამ შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით უახლოეს დროს მიმართავს.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საუბარია 10 წლის წინანდელ საქმეზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ვინმე ზ.ა.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

აქციის დარბევა რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2019
ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ამავდროულად შსს-ს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის ერთ-ერთ მცხოვრებს (ლ.ა.-ს) შესაძლოა სცოდნოდა ძებნილის ადგილსამყოფელი. სამმა თანამშრომელმა - ქალაქ ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, წალენჯიხის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ და რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა 14 ივნისს იარაღის მუქარით უკანონოდ დააკავეს მამაკაცი, რათა მისგან საჭირო ინფორმაცია მიეღოთ.

შსს-ს თანამშრომლები დაკავებულს სცემდნენ და სთხოვდნენ, გაემჟღავნებინა ძებნილის ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში.

ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებულის წამება და სასტიკი მოპყრობა სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ანთებულ სიგარეტს ადებდნენ სხეულზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ.ა. მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ძებნილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2018
ლაშა ნაცვლიშვილი სკანდალში გაეხვა – საქმეს შსს სწავლობს

გარდა ამისა, დაკავებულს მოსთხოვეს, დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში  ტერორისტული აქტი განახორციელეს.

სასურველი ინფორმაციის ვერმიღების გამო, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ლ.ა.-ს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა.-ს წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის.

თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა დანაშაულის აღიარებაზე, რომელიც არ ჩაუდენია, მაგრამ ინტენსიური ფიზიკური ანგარიშსწორების, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამის შემდეგ იგი კვლავ წაიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონულ განყოფილებაში და კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
ზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს

ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის ამნისტიის შემდეგ, 2013 წლის 16 იანვარს ის გაათავისუფლეს.

2020 წლის 25 ივნისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მუხლების დარღვევა ლ.ა.-ს მიმართ.

საქართველოს პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0