ლონდონის ზოოპარკის ბინადრებმა თოვლი „შეისწავლეს“: პირველი ნამდვილი ზამთარი

გამოწერა
ბრიტანეთის დედაქალაქში 24 იანვარს მოსული თოვლი ლონდონის ზოოპარკის ზოგიერთი ბინადრისთვის პირველი აღმოჩნდა.

ჯუჯა ბეჰემოთმა ნიკიმ, რომელიც აფრიკის ტროპიკული რეგიონიდანაა, ცოტა ხნით გამოიხედა გარეთ და სახლში დარჩენა ამჯობინა.

ზოგიერთი წავისთვის ეს პირველი თოვლია, ისინი ასეთ სიცივეს ახლა ეჩვევიან. თუმცა პინგვინები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც სამხრეთ პოლუსზე.

ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ძლიერი თოვის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე გართულებული პირობების გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0