ვირგინიის შტატის ქალაქ რიჩმონდის ცაზე გიგანტურმა, რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმულმა ღრუბელმა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია.
თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ეს უჩვეულო ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი, YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ვიდეოს ავტორი ViralHog-ი წერს:
„სამსახურში წასვლის წინ სამზარეულოში ყავას ვიდუღებდი, როდესაც ფანჯრიდან გავიხედე და ეს ჯადოსნური, ცაში მოლივლივე მილი დავინახე, რომელიც ჩემ თვალწინ იცვლიდა ფერებს… ეს იშვიათი სანახაობა იყო“.
უჩვეულო მოვლენა — ეს, ეგრეთ წოდებული, ტალღოვანი ღრუბელია, ვინაიდან ფორმით გრძელ ტალღას ჩამოჰგავს. ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა და ამის გამო ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც ვიდეოზე ჩანს, ღრუბელი მიწის ზედაპირიდან 100-2000 მ სიმაღლეზე შეიძლება მდებარეობდეს, ხოლო სიგრძე ათასობით კილომეტრზე იყოს გაჭიმული.