საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა

© Facebook / Roads Department of Georgiaგზის გაწმენდილი მონაკვეთი
გზის გაწმენდილი მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა იყო შეზღუდული როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზებზე

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. მამისონისა და ნაქერალას უღელტეხილებზე ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)  საავტომობილო გზის 30-31-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრასაზე მეწყერი ჩამოწვა: მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

გზის ამ მონაკვეთზე გუშინ მეწყერი ჩამოწვა, ავტომობილების მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული შეზღუდვები ნაქერალას უღელტეხილზეც მოიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.  

ამ დროისათვის შეზღუდვა ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე. კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 29 იანვარს აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0