კრიმინალი საქართველოში: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 12 თვეში 17,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს დაახლოებით 56,5 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 11,74%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
დანაშაულთან ბრძოლა და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა: გენპროკურორის ანგარიში

დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

თვე            დანაშაულის რაოდენობა
დეკემბერი 4 910
ნოემბერი 4 197
ოქტომბერი     

4 835

სექტემბერი

5 450

აგვისტო   6 031
ივლისი 5 366
ივნისი 5 691
მაისი         5 258
აპრილი 3 493
მარტი       4 224
თებერვალი      5 692
იანვარი     5 334

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 11 თვეში 17,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 23,14%.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გომელაური: საქართველოში დანაშაული შემცირდა

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 5,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 65,99%.

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 3,4 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,6%.

დანაშაულის სახეობა დანაშაულის რაოდენობა
ქურდობა   17 888
ოჯახური ძალადობა  5 202
ნარკოდანაშაული   3 452
სატრანსპორტო დანაშაული  3 105
მუქარა 2 998
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 114 მკვლელობა, აქედან 33 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 344 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 109 – გაუპატიურება, 11 – ადამიანებით ვაჭრობა, 33 – მექრთამეობა და 8 – ტერორიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 16 825 ადამიანი. აქედან 1 876 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 6 608 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
ყველა ახალი ამბავი
0