კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: შემთხვევების 40% თბილისში გამოვლინდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსაპროტესტო აქცია.მოქალაქეები პირბადეებში
საპროტესტო აქცია.მოქალაქეები პირბადეებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 258 111-ს მიაღწია.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 479 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 191 დედაქალაქში დაფიქსირდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 12.700 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.777, PCR ტესტით – 4.923. შესაბამისად, 31 იანვარს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 3,8%-ს შეადგენს (30 იანვარს ის 3,4%-ს შეადგენდა).

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 90, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, აჭარა – 25, შიდა ქართლი – 28, ქვემო ქართლი – 27, გურია – 24, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 249 028-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 19 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 178-ს შეადგენს.

ვაქცინაცია მოხუცებულთა სახლში - Sputnik საქართველო
დასტური მიღებულია: ვაქცინის პირველი პარტიის მოცულობა და შემოსვლის ვადა ცნობილია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე  5 879 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2 677 ადამიანი, მათგან თბილისის საავადმყოფოებში – 1 309, აჭარაში – 199, იმერეთში – 506.

573 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა (9,7%), ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში - 2, იმერეთში – 14.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის 176 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 

ბინაზე 2 898 პირი მკურნალობს (49%).

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 258 111-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0