სარესტორნო და ტურისტული ბიზნესი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ადმინისტრაციასთან
საპროტესტო აქცია ადმინისტრაციასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობაზე იფიქრებს და აკრძალვის მიუხედავად რესტორნებს 1 თებერვლიდან გახსნის.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ტურისტული და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება პირველი არხი.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 2020 წლის პროგნოზს გადააჭარბა

როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას.

როგორც სასტუმროების და რესტორნების მფლობელები აცხადებენ, ისინი მზად არიან გააგრძელონ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებები, თუმცა, მათი თქმით, ეს სფერო ხელისუფლებამ რეგულაციების დაცვით უმოკლეს ვადებში უნდა გახსნას.

აქციას შეუერთდნენ კვების ობიექტების მფლობელებიც. დღესვე პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 24 საათით მიტანის სერვისი შეაჩერა.

„უმარტივესია მოთხოვნა – მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა. 250 000 ადამიანს, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხალხი, ვინც დღეს შეიკრიბა ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. გვინდა სწორი მესიჯი მივაწოდოთ ხელისუფლებას“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ.
სპორტდარბაზი - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი აქცია თბილისში: რას ითხოვენ მწვრთნელები და ფიტნეს-ინსტრუქტორები

მისივე ინფორმაციით, ბოიკოტს აცხადებს 206 კვების ობიექტი. იმ შემთხვევაში, თუ სფერო არ გაიხსნა, მისი ლიკვიდაცია გარდაუვალია, აცხადებს ბურჯანაძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობაზე იფიქრებს და აკრძალვის მიუხედავად რესტორნებს 1 თებერვლიდან გახსნის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

რაც შეეხება რესტორნებსა და კაფე-ბარებს, მათ მუშაობა მხოლოდ გატანაზე შეუძლიათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები მხოლოდ აჭარაში ამუშავდება. ამასთან, რესტორნების თანამშრომლებმა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიარონ. რესტორნებისა და კაფეების მხოლოდ ერთ რეგიონში გახსნის გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0