როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის ბოლო თვის პირველ დღეებში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე აიწევს, თბილისში კი - 16 გრადუსი სითბო იქნება

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

5 თებერვლამდე ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.
თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება, ვარაუდობენ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0