პოლიციამ ქუთაისში Liberty Bank-ზე თავდასხმის საქმე გახსნა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 წლის მამაკაცს ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik.  პოლიციამ ქუთაისში Liberty Bank-ის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ქუთაისში 29 იანვარს ბანკის ფილიალში პისტოლეტით შეიარაღებული 20 წლის მამაკაცი შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული მოითხოვა. როდესაც მოლარემ მას წინააღმდეგობა გაუწია და პოლიცია გამოიძახა, თავდამსხმელი მიიმალა.

ამჟამად მას ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0