Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კაცებო, ისწავლეთ კონდომის გამოყენება“ - მარიამ კუკუნაშვილი ინდირა ჯგერენაიას აკრიტიკებს

© Photo: Mariam Kukunashvili / FBმარიამ კუკუნაშვილი
მარიამ კუკუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ინდირა ჯგერენაია მარიამ კუკუნაშვილის პოსტის მთავარი გმირი გახდა. ნახეთ რამ აღაშფოთა ქალი და რას წერს სოციალურ ქსელში

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მომღერალმა ინდირა ჯგერნაიას „ფარულ კონვერტში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი შვილის მამას არ სჯეროდა, რომ ბიჭუნა მომღერალს მისგან ჰყავდა და დნმ-ის ანალიზს ითხოვდა, სოციალურ ქსელში სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ეხმაურება.

ქალი ფიქრობს, რომ ბავშვის ყოლა მარტო ქალის გადასაწყვეტი არ არის და გენეტიკურ მამას აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი.

„დიდი ბოდიში მომითხოვია ინდირასთან, მაგრამ პოსტსაბჭოთა, გოიმი ქალების „ხოდია”, ნებისმიერ გა…რებაზე შვილის გაჩენა კაცის შენარჩუნების მიზნით“, - წერს კუკუნაშვილი.

კუკუნაშვილი კაცებს მოუწოდებს, კონდომის გამოყენება ისწავლონ.

ყველა ახალი ამბავი
0