კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი 3,4%-ია

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - ქალები პირბადეებით
კორონავირუსის ეპიდემია - ქალები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  257.632-ს მიაღწია.

თბილისი,  30 იანვარი – Sputnik.  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 676 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  253 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა,  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 19.989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13.126, PCR ტესტით - 6.863. შესაბამისად, ბოლო დღე-ღამეში დადებითობის მაჩვენებელი 3,4%-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ  სამეგრელო - ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 139, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, აჭარა - 44, შიდა ქართლი - 41, ქვემო ქართლი - 29, სამცხე-ჯავახეთი -20, გურია - 14, მცხეთა-მთიანეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.441  პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 248.537-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.159-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.910 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  2.694 პაციენტი, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1.338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513.

მძიმე მდგომარეობაშია 589 პაციენტი (აქტიური შემთხვევების 10%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 175 პირი, მათგან  თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13. 

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 311 ადამიანი, მათ 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში.

ბინაზე მკურნალობის კურსს 2.905 პირი გადის (აქტიური შემთხვევების 50%)

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 530  ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110. თვითიზოლაციაში იმყოფება   17.105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10.423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1.507.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  257.632-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0