საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ პატივი მიაგო

© photo: President of Georgiaჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო პრეზიდენტის სასახლეში
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, ისრაელის კონსულმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ისრაელის კონსული საქართველოში სმადარ ზემახ-რაზაბი ესწრებოდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთ

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ტრაგედია, რომლის მსხვერპლიც მილიონობით ადამიანი გახდა. მან მათი ხსოვნის ნიშნად სანთლები დაანთო.

კონსულმა პრეზიდენტს ცერემონიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის არდავიწყება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველი წლის 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0