ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиტრაილერი გზაზე
ტრაილერი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ყველაზე რთულ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზა ზამთარში - Sputnik საქართველო
„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა თოვისა და ლიპყინულის გამო ხუთშაბათს აიკრძალა. ამჟამად ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში. ტრაილერებისა და ავტობუსებისთვის დაშვებულია მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა, რომელსაც საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0