Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავისი შესაძლებლობები ამოწურა“ – ხატია წერეთელი იმედოსთან დაშორების რეალურ მიზეზს ამხელს

© Photo: Khatia Tsereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია წერეთელმა განაცხადა, რომ ყოფილ შეყვარებულს იმედო ვახტანგიშვილს თავად დაშორდა, მეტიც – გააგდო, რადგან...

მომღერალმა ხატია წერეთელმა „სიცრუის დეტექტორში“, სადაც ის მეგობარს, ჟურნალისტ გურამ არუთინაშვილს ახლდა, პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ხატიას თქმით, მისი ყოფილი შეყვარებული იმედო ვახტანგიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან თავად გაუშვა.

ხატიამ აღნიშნა, რომ ვინ იქნება მის პირად ცხოვრებაში, ამას მხოლოდ თავად განსაზღვრავს. „მე გავუშვი, გავაგდე პირადი ცხოვრებიდან. აღარ მინდოდა და ვსო. მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები ჩემს ცხოვრებაში. მისი ადგილი არ იყო. გაბრაზებამ გადამიარა. მეგობრის სტატუსით შეიძლება შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, ისე ვეღარ“, – განაცხადა მომღერალმა.

ხატია წერეთლის თქმით, ყველა ყოფილ შეყვარებულთან იდეალური ურთიერთობა აქვს, მეგობრობს და ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი მეგობრები „ყოფილები“ არიან. „მე მას ვიცნობ შიშველსაც და ჩაცმულსაც, ამიტომ ჩემზე უკეთ მას ვერავინ გაუგებს“, – აცხადებს მომღერალი.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატიას შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0