პროტესტი ვენაში: ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთში სამი გოგონას დეპორტაცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Ekaterina Prokofieva / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია ავსტრიაში
პოლიცია ავსტრიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის მოსწავლე გოგონების ქვეყნიდან გაძევების მოწინააღმდეგეები ადგილობრივ პოლიციას დაუპირისპირდნენ და სადეპორტაციო ცენტრის გასასვლელის ბლოკირება სცადეს.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთში სამი გოგონას დეპორტაციამ ვენაში საპროტესტო აქცია გამოწვია. ინფორმაციას ავსტრიული მედიასაშუალება kleinezeitung.at ავრცელებს.

ტეპლოვიზორი - Sputnik საქართველო
ქვედა საცვლებით სავსე ჩემოდნით: საქართველოს მოქალაქე ქალი გერმანიაში არ შეუშვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დეპორტაცია იმის გამო გადაწყდა, რომ მათი მშობლები ავსტრიაში წლების განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

მედიასაშუალების ცნობით, სკოლის მოსწავლე გოგონების ქვეყნიდან გაძევების მოწინააღმდეგეები სამართალდამცველთათვის ხელის შეშლას შეეცადნენ, რათა დეპორტაცია არ მომხდარიყო.

აქციაში 160 ადამიანი მონაწილეობდა. გამოცემა აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მონაწილეებს გოგონების სახელებით პლაკატები უჭირავთ. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა სადეპორტაციო ცენტრის გასასვლელის ბლოკირება სცადეს და პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ახალგაზრდების დეპორტაცია მაინც განხორციელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიურ უწყებებს ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0