პენიტენციურ დაწესებულებებში შეზღუდვების ნაწილი იხსნება

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, 28 ნოემბრიდან კი მათ ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა 25 მაისიდან ჰქონდათ. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება დროებით შეუჩერდათ.

ციხე - Sputnik საქართველო
„ციხეებში კორონავირუსი მძვინვარებს“ – პატიმართა ოჯახები პროტესტს გამოთქვამენ

მიმდინარე წლის 26 იანვარს გლდანისა (N8) და ქსნის (N15) პენიტენციურ დაწესებულებებში  ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხი 78 შემთხვევაში დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გაიმართა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს“.

უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და ვითარების შესამსუბუქებლად საჭიროა სასჯელის ვადის შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0