პრემიერი: ეკონომიკის გახსნა ცოტა უფრო ადრე უნდა დავიწყოთ

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, დაწესებული შეზღუდვების შედეგებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
პრემიერი: ეკონომიკის გახსნა ცოტა უფრო ადრე უნდა დავიწყოთ
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის შვიდდღიანი მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ აღებული 18 ათასი ტესტიდან დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე, რაც ქვეყნისთვის მაინც დიდი რიცხვია, თუმცა მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0