ბრძოლა სახელებთან: სან-ფრანცისკო ჯორჯ ვაშინგტონსა და აბრაამ ლინკოლნზე უარს ამბობს

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიАкция сторонников Д. Трампа в Грешеме
Акция сторонников Д. Трампа в Грешеме - Sputnik საქართველო
გამოწერა
სან-ფრანცისკოს განათლების საკითხთა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალ სახელებზე, რომლებსაც აპრილის ბოლოს უყრის კენჭს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის სან-ფრანცისკოს (კალიფორნიის შტატი) განათლების საკითხთა საბჭომ მხარი დაუჭირა რამდენიმე სკოლისთვის სახელის შეცვლის წინადადებას, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტების — ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის სახელობის სკოლებისთვისაც, წერს გამოცემა San Francisco Chronicle.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში 44 სკოლისთვისა გადაწყვეტილი სახელის გადარქმევა იმის გამო, რომ სასწავლო დაწესებულებები „კოლონიზაციასთან ან მონათმფლობელებთან დაკავშირებულ ადამიანთა სახელებს“ ატარებს.

პრესა - Sputnik საქართველო
დასავლეთში „რასისტების გაზეთის“ დახურვას მოითხოვენ: რა ბედი ელის The Guardian-ს

გარდა ამისა, ცვლილება შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, რომლებსაც „გენოციდში დამნაშავეების“, რასისტების, ასევე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ჩამდენთა სახელები ჰქვიათ.

გამოცემის თანახმად, ასეთთა რიცხვში შედის ვაშინგტონის, ლინკოლნისა და სან-ფრანცისკოს ყოფილი მერის დაიენ ფაინსტაინის სახელობის სასწავლებლები.

სან-ფრანცისკოს სკოლების მოსწავლეთა ოჯახები და თანამშრომლები ვალდებული არიან, აპრილის შუა რიცხვებამდე მოიფიქრონ ახალი დასახელებები თავიანთი სკოლებისთვის, რომლებსაც განათლების საკითხთა საბჭო აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უყრის კენჭს.

გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის სპეციალურმა კომიტეტმა ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, სახელები შეუცვალოს, წაშალოს ან კონტექსტუალიზება მოახდინოს ქალაქის რიგ ობიექტებზე, რომლებიც რასიზმს უკავშირდება. დოკუმენტში ფიგურირებდა 1330 დასახელება, რომელთაგან 153 ადგილობრივ მოსახლეობაში „შეშფოთებას იწვევს“.

ყველა ახალი ამბავი
0