პანდემია საქართველოში: ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის განმავლობაში

გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

ყველა ახალი ამბავი
0