Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჩცდ-ის „მაქსიმეს“ შვილი შეეძინა – ნახეთ უსაყვარლესი ახალშობილის ვიდეო

© Photo: Mariam Nadiradze / FBგიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე
გიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობები ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ. როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა მამაკაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა.

მსახიობებს გიორგი მახარაძეს და მარიამ ნადირაძეს შვილი შეეძინათ. მარიამმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. გიორგისთვის ეს მეორე შვილია, ხოლო მარიამისთვის პირველი. გიორგი მახარაძე გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია – წლებია, ის მსახიობ მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა შეყვარებული დაიბრუნა.

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ. როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა მამაკაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც თამაშობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას „ტიფლისმა“ და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

ყველა ახალი ამბავი
0