ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს

© photo: courtesy of T. Chochuaდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს
„კანონში შესატანი ცვლილებები გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მიერ, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედპერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომით. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდ-ვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს კოვაქს–პლატფორმასაც", – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.  

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

ყველა ახალი ამბავი
0