Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სცენაზე გასვლის წინ სვამდაო...“ – რატომ დაუპირისპირდა ინდირა ჯგერნაია ნინო ჩხეიძეს?

© Photo: Indira Jgerenaia / FBინდირა ჯგერენაია
ინდირა ჯგერენაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდირა ჯგერნაიას ნინო ჩხეიძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ამის შესახებ მომღერალმა ია ფარულავასთან გადაცემაში ისაუბრა.

მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ქართულ „ვოისში“ მონაწილეობის შესახებ „ფარულ კონვერტში” ისაუბრა და განმარტა, რატომ ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია მის მენტორთან, მომღერალ ნინო ჩხეიძესთან.

როგორც მომღერალმა განაცხადა, ნინო ჩხეიძე ხშირად აღნიშნავდა, რომ ინდირა სცენაზე გასვლამდე სვამდა. „ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს – ყელი რომ გაგიხსნას, დაელია მასაც და ემღერა ჩემს ხმაზე“, – ამბობს ინდირა ჯგერნაია.

გადაცემის წამყვანმა ია ფარულავამ აღნიშნა, რომ გადაცემიდან დაურეკეს მომღერალ ნინო ჩხეიძეს აღნიშნულ საკითხზე საუბრისთვის, მაგრამ ნინო ჩხეიძემ უთხრა, რომ ინდირას რეიტინგს ვერ აუწევდა და ამიტომ გადაცემაში სტუმრობაზე უარი განაცხადა. ჩხეიძის ამ პასუხზე ინდირა ჯგერნაიამ თქვა, რომ ნინო ჩხეიძის მიერ აწეული რეიტინგი არავის სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0