ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ფინანსური სირთულეების გადალახვაში დაეხმარება

© photo: Sputnikჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ფინანსური სირთულეების გადალახვაში დაეხმარება
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ფინანსური სირთულეების გადალახვაში დაეხმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკები უკეთ უნდა იმართებოდეს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტის ხარისხი უფრო გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკით, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განხილვის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კლინიკების ხელძღვანელებმა წარმოადგინეს რვაპუნქტიანი გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წერილობითი ფორმით ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდეს.

გიორგი გახარია და ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ განყოფილებაში - Sputnik საქართველო
COVID–ის მესამე ტალღისთვის მზადება: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი განყოფილება ამოქმედდა

მისი თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წერილში ხსენებული ყველა მომენტი, მთავარი საკითხი კი ტარიფების თემა იყო.

„უნდა მოხდეს კლინიკების უკეთესად მართვა და გაუმჯობესდეს მენეჯმენტის ხარისხი. პრობლემა ტარიფებთან დაკავშირებით არის გადასახედი, მაგრამ არა სუბსიდირების მიმართულებით, არამედ მეტად უფრო გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკით, რომელიც დღეს კლინიკებს გააჩნიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტიკარაძემ.

მინისტრის სიტყვებით, კლინიკები დაიწყებენ სამინისტროში კომუნალური მომსახურებისა და შენაძენისთვის გაწეული ხარჯის დაფიქსირებას.

„კლინიკები ამ მონაცემებს გამოგზავნიან ოფიციალურ ინფორმაციას სპეციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, მოხდება ამ საჭიროებების გადახედვა და ფინანსური ჯგუფი გადახედავს სატარიფო პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა, დადგინდება ის სწორი ფასი, რომელიც დღეს არის ადეკვატური თითოეულ მომსახურებაზე. რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს და უზრუნველყოფს კლინიკების ფინანსურ საჭიროებას და სახელმწიფოს თავის მხრივ არ ექნება სუბსიდირების ვალდებულება. ეს პროცესი იქნება კიდევ უფრო პარტნიორული და გამჭვირვალე, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პარტნიორისთვის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ვაქცინა Pfizer-BioNTech  - Sputnik საქართველო
მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა – პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ პანდემიის დროს კლინიკებს გაუჭირდათ პაციენტების რეგულარული ნაკადის მიღება, რაც მათ შემოსავლებზეც აისახა.

როგორც „ევექსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, მინისტრთან მიღწეულია შეთანხმება პრინციპულ საკითხებზე.

„შევთანხმდით ძირითად პრინციპულ საკითხებზე და გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე. მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება. ასევე შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რათა მოხდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროში ესწრებოდა საქართველოს სამედიცინო სფეროს 20-მდე წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0